saqarTvelos mdinareebi - ilto

სათავე კახეთის ქედი 42°19`06` ჩ. გ. 45°11`18` ა. გ.
შესართავი ალაზანი 42°03`07` ჩ. გ. 45°13`44` ა. გ.
შესართავის სიმაღლე 520 მ
სიგრძე 43 კმ
აუზის ფართობი 337 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 11,9 მ³/წმ

 

სინონიმი: ირტოს ხევი.

მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში (ალაზნის მარჯვენა შენაკადი), სათავე აქვს კახეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2129 მ. სიგრძე 43 კმ, აუზის ფართობი 337 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა - ზამთარში. ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა. საშუალო ხარჯი 6,5 მ3/წმ. ილტოდან გაყვანილია მატნის არხი, რომელიც 1190 ჰა ფართობს რწყავს.